ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მოიმატა მოსწავლეების ავადობის გამო სკოლის გაცდენების მაჩვენებელმა.

საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო სამი დღის განმავლობაში სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც გაცდენათა რაოდენობა აღემატება 20%-ს.

სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას მოსწავლეთა დასწრებაზე როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეებთან დაკავშირებით. დასწრების მაჩვენებელი მეორე ცვლაში, რომელ პერიოდშიც ძირითადად დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობენ, რიგ სკოლებში 20%-იან ნორმას აჭარბებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეთი 180 საჯარო სკოლაა.

შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ამ სკოლებში სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

 იხილეთ სკოლების ჩამონათვალი

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე