ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯში „სპექტრი“ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო - კოლეჯში სტუდენტური საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს რეაბილიტაციისა და უნივერსალური დიზაინით მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო მოემსახურება სტუდენტებს რეგიონებიდან და ასევე, სოციალურად დაუცველ პროფესიულ სტუდენტებსაც, აქ იცხოვრებენ ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურვილის შემთხვევაში, საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სასტუმრო ისეთი უნივერსალური დიზაინით კეთდება, რაც აქამდე მსგავს შენობებში არსად განხორციელებულა, აქ შშმ პირებს სრულიად დამოუკიდებლად და კომფორტულად შეეძლებათ სართულებზე ასვლა  და სივრცეში გადაადგილება.

სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სასწავლო ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და უნივერსალური დიზაინით მოწყობის  პროცესი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე