ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 27 იანვრის დილის მონაცემებით, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო სწავლა დამატებით 15 სკოლაში შეწყდა თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, ქედას რაიონის 4 სკოლაში სწავლა განახლდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება 3 დღით სასწავლო პორცესის შეჩერებაზე იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

როგორც დილის, ასევე მეორე ცვლის მოსწავლეების დასწრებაზე სამინისტრო  მონიტორინგს კვლავ აგრძელებს. ამასთანავე, სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ. 

თუ რამდენად ასრულებს სკოლა რეკომენდაციებს, სამინისტრო სკოლების მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახორციელებს.

სკოლების სია, სადაც მეტეოროლოგიური პირობების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი

სკოლების სია, სადაც ვირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე