ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა, მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები მოინახულეს, სადაც პირადად გაეცნენ თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც გრიპის ვირუსის პრევენციას უკავშირდება. ამასთან, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხორციელდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი.

თბილისის N87-ე საჯარო სკოლაში სწავლა არ შეჩერებულა და საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა იცავს ყველა იმ რეკომენდაციას, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

რაც შეეხება თბილისის N89-ე საჯარო სკოლას, 26 იანვრიდან ვირუსის გავრცელების გამო გაცდენების ზრდის საფუძველზე სკოლაში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერებულია და ამ ეტაპზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკლასო ოთახები სველი წესით მუშავდება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით მიმდინარეობს და ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება.

ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი 282 სკოლაშია შეწყვეტილი. რაც შეეხება დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესის შეჩერებას, სკოლების ხელმისაწვდომობა რაიონებში გამოსწორდა და ამ დროისთვის დარჩა 61 სკოლა,სადაცსასწავლო პროცესი შეჩერებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში 1 თებერვალს აღდგება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე