ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა უმაღლესი და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2015 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი სამუშაოები - უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და ამ მიზნით, 50 მილიონი ლარი გამოყო. ასეთი ფართომასშტაბიანი განახლებითი სამუშაოები ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. განხორციელებულ, მიმდინარე  და დაგეგმილ პროექტებზე დღეს, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პრეზენტაცია წარუდგინა.

ექვსი მილიონ სამასი ათასამდე ლარია გამოყოფილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სასწავლო კორპუსის, სამეცნიერო-სასწავლო ბიბლიოთეკისა და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

ცხრამეტი მილიონ ოთხასი ათასამდე ლარი გაიხარჯება სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებისა და მის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო და კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე ოთხი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ხუთი მილიონ ოთხასი ათასზე მეტი დაიხარჯა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე.

მილიონობით ლარია გამოყოფილი რეგიონებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტების, მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტის რეაბილიტაციისათვის, ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია (ზუგდიდის მესხიას სახ. უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი). პროცესი დღესაც გრძელდება.

2013 წლიდან რვა მილიონამდე ლარით დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვასთან და სხადასხვა ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებული პროექტები. 17 მილიონი ლარი დაიხარჯება ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების მართვის საკვლევი ექსპერიმენტული ბაზის მოსაწყობად.

სამინისტროს დაფინანსების გარდა, გაზრდილმა ბიუჯეტმა, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს საშუალება მისცა თავიანთი დაფინანსებითაც აწარმოონ ინფრასტრუქტურისა და სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლებითი სამუშაოები, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და აღჭურვითი სამუშაოების საფუძველზე, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული მრავალი პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება, სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, არსებული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზება და  მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე