ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის“ დაესწრო. ღონისძიებას ქართველი სინოლოგები, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. სადღესასწაულო მიღება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იანჩიმ გახსნა, შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ჩინეთ-საქართველოს ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრა. მათ შორის, საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით.

თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას მიესალმა და ჩინელ ხალხს მიულოცა დღევანდელი დღე.  მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი სფეროს კარი გაიხსნა ჩინეთის რესპუბლიკაში და რომ არა სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს მჭიდრო თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა არ იქნებოდა ეფექტური.

ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი ხდება განათლება და მეცნიერება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი თემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლებში მესამე არჩევითი უცხოური ენა სწორედ ჩინურია.

აღსანიშნავია, როგორც სასკოლო ასევე, უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა. „მისასალმებელია კონკრეტულ შემოთავაზებებზე მსჯელობა, რათა ორივე მხარისთვის სასარგებლო პროექტებს ჩაეყაროს საფუძველი. მივესალმებით მეცნიერების მიმართულებით ჩინეთთან ურთიერთობას, რადგან საქართველო გახდება ჰორიზონტი 20/20-ის წევრი და ვიმუშავებთ ჩვენს ჩინელ კოლეგებთან, რათა ერთობლივი მსხვილ მასშტაბიანი პროექტებით წარვდგეთ ამ ფონდის წინაშე. ჩვენ ვამტკიცებთ ვიყოთ საიმედო პარტნიორები” -განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე