ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს ორგანიზებით „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი და წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ, დააგროვონ საჭირო კრედიტები და წაიწიონ მომდევნო საფეხურზე, რაც აისახება მათ ხელფასზე.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია:  მე-7 - მე-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, გეოგრაფიასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; და სკოლის მართვის გაუმჯობესება.

დასახული მიზნების მისაღწევად, გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი ზემოაღნიშნულ საგნებში, ასევე, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2000-ზე მეტი ფასილიტატორი. პროექტის ფარგლებში, გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი დაიწყო 2016 წლის იანვარში და დასრულდება 2019 წლის ზაფხულში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე