ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ მასწავლებლის შეფასების კომპლექსურ სისტემას ეფუძნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით ტრენინგები დაიწყო. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო და ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს გაესაუბრა.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია სკოლის შეფასების  ჯგუფის წევრი დირექტორები, მოადგილეები, ფასილიტატორები და კათედრის წარმომადგენლები არიან. ტრენინგის შედეგად ისინი:

  • გაიაზრებენ სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობებს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების პროცესში;
  • გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურას, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა იყოს ასახული მასწავლებლის პორტფოლიოში სქემით გათვალისწინებული  სავალდებულო და დამატებითი  აქტივობების დასადასტურებლად;
  • გაეცნობიან  მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების წესს, პროცედურებსა და შეფასების კრიტერიუმებს;
  • გაიაზრებენ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში და გაეცნობიან იმ რესურსის ტიპებს, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში;
  • გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკას;
  • შეძლებენ შეაფასონ მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე.

ტრენინგ-მოდულების წარმატებით გავლა იქნება წინაპირობა, რომ შეფასების ჯგუფის თითოეული წევრი შეიძენს მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის ობიექტურად შეფასების შესაბამის კომპეტენციას და შეძლებს მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის წარმატებით შეფასებას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე