ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია’’

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, 30 იანვრიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში  თემაზე: ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” კონკურსი დაიწყება.

კონკურსი ეძღვნება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული ყველა სკოლის მოსწავლეები.

რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე  დაწყებითი კლასების მოსწავლეები ნახატებს შექმნიან, ხოლო  საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეები აღნიშნულ თემატიკაზე თავისუფალ თემებს დაწერენ.

პირველ ეტაპზე თითოეული სკოლა ორ კონკურსანტს გამოავლენს, ხოლო მეორე ეტაპზე სამ-სამ გამარჯვებულს რეგიონალური კომისიები შეარჩევენ. კონკურსის ფინალისტები კი,  25 თებერვლს გახდებიან ცნობილნი. გამარჯვებულებს სპეციალური წამახალისებელი პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ასევე დაჯილდოვდებიან წარმატებულ მოსწავლეთა სკოლებიც.

კონკურსის მიზანია ფართო საზოგადეობისთვის  ის ემოციები გახდეს ცნობილი, რაც ბავშვებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში განიცადეს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე