ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთი დღე აკადემიაში

შსს-ს აკადემიაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის  „ერთი დღე აკადემიაში“ მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე გაეცნნენ. პროექტს შსს-ს აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო სასწავლო კურსებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში შემდეგი მიმართულებით: პირველადი სამედიცინო დახმარება; სამგზავრო დოკუმენტები; კრიმინალისტიკა; ვირტუალური ტირი; ხელჩართული ბრძოლის ილეთები; შსს-ს არქივში დაცული საქართველოს თანამედროვე ისტორიის საარქივო მასალების გაცნობა.

საპილოტე პროექტში მონაწილეობენ შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.policeacademy.gov.ge დარეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები ტესტირებას გადიან. ტესტირების შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს შესაბამის სერთიფიკატებთან ერთად პრიზები გადაეცემათ. ტესტირების ყველა მონაწილე ასევე მიიღებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ სერთიფიკატსა და სამახსოვრო საჩუქრებს, აკადემიის სიმბოლიკით.

პროექტის მიზანია შსს-ს აკადემიის პოპულარიზაცია, პოლიციის როლის უკეთ წარმოჩენა და შსს-ს აკადემიაში მიმდინარე პროგრამებისა და პრიოტეტების შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე