ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა და გიორგი შარვაშიძემ ევროპული სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გახსნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნივერსიტეტს სამასზე მეტი სტუდენტისთვის განკუთვნილი ევროპული სტანდარტების საბინაო კომპლექსი გადასცა, სადაც  სტუდენტებს, მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, საინტერესო ცხოვრების, სპორტული  აქტიურობის, შემოქმედებითი დასვენების, ახალი მეგობრების შეძენისა და ცხოვრებისეული გამოცდილების  გამდიდრების შესაძლებლობა ექნებათ. 

ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და სწორედ მათი მონაწილეობით, იგეგმება 3 ათას ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სხვადასხვა სასწავლებლების, მათ შორის, უცხოელი სტუდენტებისათვის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზეც აუცილებლად აისახება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე