ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იძულებით გადაადგილებულ 7 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდებათ

სოციალურად დაუცველი წევრების  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „გალფი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და გალფის წარმომადგენლებმა გადასცეს.

კომპანია „გალფი“ ეხმარება სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მიღება. საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელების საშუალება კი არ გააჩნიათ.

გალფის გენერალური დირექტორის გიორგი დევაძის თქმით, კომპანიას კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და მუდმივად აპირებს იზრუნოს იძულებით გადაადგილებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე