ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოვუსმინოთ მასწავლებლებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით  პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო. პირველი შეხვედრა მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და საკლასო ოთახში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს. მათ  სურვილი გამოთქვეს გაუზიარონ მინისტრს  გამოცდილება, ასევე ესაუბრონ სკოლის საჭიროებებზე, პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ რეკომენდაციები შესთავაზონ. ასეთი შეხვედრების მიზანი სწორედ  ღია საუბრია თემებზე, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეებს შორის და  სკოლებში ბულინგის  საკითხების  გადაჭრას ეხება.

დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლებმა აქცენტები გააკეთეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  სქემაზე, დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციაზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება.

მასწავლებლებთან დიალოგი  გაგრძელდება, მინისტრი და სამინისტროს ყველა წარმომადგენელი მზად არის მოუსმინოს თითოეულ პედაგოგს და გაიზიარონ  მათი მოსაზრებები.

შეხვედრის მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ ლიტერატურა კლასის მართვის საკითხებზე, ასევე ბულინგთან და ძალადობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ფლაერები, რომელსაც უახლოეს დღეებში ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი მიიღებს, რათა იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რას ეხება ბულინგი, რა არის ძალადობა, როგორ უნდა იმოქმედონ  ასეთ  სიტუაციაში. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე