ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის გუდაურის საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და  მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსდა.  ახალი პროგრამების შესამუშავებლად, სკოლამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო გამყოლი და სამთო გამყოლი და ასევე სასერთიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა მუშაობა შვეიცარიელ და გერმანელ ექსპერტებთან ერთად, რათა ახალი პროგრამები საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად შექმნილიყო.

გუდაურის  სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს, შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლას უკვე ჰყავს სტუდენტების პირველი ნაკადი. აქ სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან. გუდაურის გარდა, საწვრთნელი ცენტრების მოწყობა  მიმდინარეობს  საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში (მესტია, ბაკურიანი, გოდერძის უღელტეხილი, გუდაური).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე