ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში (BSPE)

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) - ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა დამსწრე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძებების ანგარიშის საზოგადოებისთვის წარდგენას. კონფერენციაზე მოკლედ მიმოიხილეს 2015-2018 სასწავლო წლებში, ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარების შედეგად მიღწეული შედეგები და  მადლიერება გამოხატეს პროექტში ჩართული თითოეული სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლის და ასევე, კერძო სექტორის მოხალისეების მიმართ, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ უძღვებოდნენ გაკვეთილებს და მოზარდებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდნენ.

მომხსენებელთა შორის იყნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, „ჯუნიორ ეჩივმენტ“ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კაროლაინ ჯენერი, G-PriEd-ის, USAID-ის, კერძო სექტორის, საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები, რომელთაც ისაუბრეს თავად პროგრამის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

კონფერენციის დასასრულს შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმის „ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“ მე-2 სერიის საპრემიერო ჩვენება. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე