ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება

ბოლო დღეებში, მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება - ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ , თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე