ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მშვიდობის კორპუსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოში ა.შ.შ-ის მშვიდობის კორპუსის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კარმენ შიჰანმა, ახალ, 5 წლიან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობას აშშ-სთან და ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას.

მემორანდუმის საფუძველზე, 2018-2019 სასწავლო წლიდან 84 ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი იმსახურებს საქართველოს 11 რეგიონში. მოხალისეები იმუშავებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და დაეხმარებიან ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს. მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ასევე დაეხმარებიან პროფესიული კოლეჯების და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებს, დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის, მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებისა და სხვა მიმართულებით. ახალი მემორანდუმით, ასევე ამოქმედდება ახალგაზრდობის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, რომელსაც ამერიკელი მოხალისეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტისკის მართვის დეპარტამენტთან, ახალგაზრდულ ცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებენ.

სამსახურის დაწყებამდე, მოხალისეები გაივლიან ინტენსიურ წინასამსახურეობრივ ტრეინინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურისა და პროექტთან დაკავშირებული უნარების შესწავლას. მოხალისეები აქ ყოფნის 2 წლის განმავლობაში ქართულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.

მშვიდობის კორპუსთან საქართველო 2001 წლიდან თანამშრომლობს და ამ ხნის მანძილზე, უკვე 815-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა ჩვენს ქვეყანაში.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე