ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისში პედაგოგებს, კულტურის მოღვაწეებს, ვეტერან სპორტსმენებს სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ესაუბრა

22 ნოემბერს, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ქუთაისის სკოლების მასწავლებლებთან, დირექტორებთან, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა შეხვედრაზე კონკრეტულ სფეროში დაგეგმილი გარდაქმნების აუცილებლობასა და რეფორმის განხორციელებაში სისტემის თითოეული რგოლისა და წარმომადგენლის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ბატიაშვილმა ზოგადი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრი და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები სამუშაო შეხვდრებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ. სისტემის წარმომადგენლებთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად იქნება მიღებული.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე