ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ბატიაშვილი: სამინისტრო იზრუნებს, რომ უნიკალური კატალოგი გაიგზავნოს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ცენტრებში“

27 ნოემბერს, „ხელოვნების სასახლეში, წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.

მინისტრმა „ხელოვნების სასახლის" დირექტორს გიორგი კალანდიას, ასევე, ალბომზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სამეცნიერო წრეებისთვის, ასევე, რიგითი მკითხველებისთვის.

„წიგნი მართლაც უნიკალურია, რადგან მოიცავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს საქართველოს ხელოვნების განვითარების ისტორიაში. კატალოგი ორენოვანია და სამინისტრო, ხელოვნების სასახლესთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ის გაიგზავნოს მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო ცენტრებში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ალბომის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

300 გვერდიანი ორენოვნი ალბომი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ხელოვნების სასახლის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა. კატალოგი დღემდე გამოუქვეყნებელ, უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნებასა და კულტურაზე ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებზე გვიყვება. კრებულისთვის, დამოუკიდებლობის წლებში არსებული ქართული პრესიდან (ძირითადად ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“) 72 გამორჩეული ამბავი შეირჩა, რომლებიც სრულფასოვნად ასახავენ ეპოქის სულისკვეთებას და ხელოვნების სასახლეში დაცულ ფოტოებთან, ესკიზებთან თუ ხელნაწერებთან ერთად ეროვნული კულტურის მარგალიტებზე - პირველ ქართულ ოპერასა („ქრისტინე“, „აბესალომ და ეთერი“ „თქმულება შოთა რუსთაველზე“) თუ მხატვრულ ფილმზე („ქრისტინე“) მოგვითხრობენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე