ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განაცხადება

უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება! აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს არის სამუშაო პროცესი და ემსახურება სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. 2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა არის განათლების სფეროს დეპოლიტიზაცია და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე