ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში (CERN, შვეიცარია) ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

მეცნიერებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში, რას საქმიანობენ ამჟამად და რა წლილი შეაქვთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპერიმენტში. მათი თქმით, ცერნი ქართველ მეცნიერებს ყველა შესაძლებლობას სთავაზობს რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია, იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა გვერდით და შემდეგ კი, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს საქართველოში.

ქართველი მეცნიერების განცხადებით, CERN-ის მასტერკლასი სკოლის მოსწავლეებისთვის არის საშუალება ახალგაზრდებმა ნახონ როგორი მომავალი ელოდებათ თუ ისინი ამ გზას გაჰყვებიან და ეს მომავალი ძალიან საინტერესო იქნება.

„ცერნის“ დათვალიერებისა და მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ „ცერნში“ გატარებული დღეები იყო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და ეხმარება მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე