ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მდგომარეობათა შორის | In-between Conditions გამოფენის გახსნა

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, “KHIDI“-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (მის: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო) გაიხსნება მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი, სახელწოდებით „მდგომარეობებს შორის” (In-between Conditions).

პროექტი თანამედროვე ხელოვანების 18 ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენა, ერთგვარი ექსპერიმენტული ფორმით ასახავს დღეისათვის არსებული პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გავლენას კულტურაზე. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს და ჩაუღრმავდეს ყურადღების მიღმა დარჩენილ სახელოვნებო ტენდენციებს და დინებებს.

პროექტი „მდგომარეობათა შორის“ შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს აერთიანებს: გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი; InChina Collective: გოჩა ჟღენტი, ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზი ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარა გალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

პროექტის კურატორები არიან ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი და ვატო ურუშაძე.

„მდგომარეობებს შორის“ KHIDI-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზში, სამი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები, ჩვენებები, ვორქშოფები და პრეზენტაციები.

გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს, ყოველ სამშაბათს, 15:00-დან 20:00 საათამდე შეეძლება.

პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, შემოქმედებითი საქართველო, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი, Georgia Today, არტარეა, ჯეოლაბი, 9 მთა,marketer.ge, on.ge.

საკონტაქტო ინფორმაცია:

+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400

[email protected]

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე