ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმმა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა

ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფება ბათუმის მერიის დელეგაცია მერის, ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა.

ACES Europe  ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს.

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში ჩავიდა, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერა, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის  მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.  

შეგახსენებთ, წლეულს ბათუმში გაიმართა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მონაწილეობდა. მომავალ წელს ბათუმში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ასევე, ბათუმში ინტენსიურად გაიმართება მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე