ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გამოფენის გახსნა

5 დეკემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გაიხსნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს ეძღვნება. თებერვლის ბოლომდე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველად იხილოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები.

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე პირველადაა წარმოდგენილი გვიანანტიკური ხანის (ახ.წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. ექსპონატები ზუსტად ასახავს ოქროსა და ზოგადად, ლითონის შესახებ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცა და საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა ქართულ კულტურას ევროპულ ცივილიზაციაში.

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ დამთვალიერებელს სთავაზობს შესაძლებლობას, ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაეცნოს თრიალეთის ოქროს თასის დეტალებს. თავად თასის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია „არქეოლოგიური საგანძურის“ მუდმივმოქმედ გამოფენაზე.

გამოფენას თან ახლავს სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე