ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა და პორექტში ჩართული პედაგოგები სიგელებით დააჯილდოვა.

კონფერენციაზე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ იმ 16 პროექტის შედეგებს გაეცნენ, რომელიც საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ საპრეზენტაციო თემებს უკავშირდება და ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით არის მომზადებული.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენიციის მონაწილებს და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ინტერნეტსივრცეში ორგანიზებულ ხელგარჯილობის კლუბებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მოხალისეების მიერ მომზადებულ ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთულ ხელნაკეთ ნივთებს, რომელთა პედაგოებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.

ხაზგასასმელია, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებეული მსგავსი აქტივობები ერთი მხრივ ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, ტოლერანტული განწყობების გაზრდას და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N1740 განკარგულებით დამტკიცებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს“.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე