ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასაწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს ეწვივნენ, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ. ამასთან, პირადად შეხვდნენ ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. პაველ გოლიკს, მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს.

მოსწავლეები პრუშკოვის ტომაშ ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ეწვივნენ, რომელიც სწავლების თანამედროვე მიდგომებითა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოთი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ქართველმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს ექსპერიმენტები ქიმიის გაკვეთილზე, პოლონელ თანატოლებთან ერთად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში; დაათვალიერეს ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები; შეხვდნენ დირექტორს, ევა კრულისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

ერთი დღე მოსწავლეებმა ვარშავაში მდებარე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და სამგანზომლებიანი ჩვენების პროექტრით აღჭურვილ პლანეტარიუმში გაატარეს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სამეცნიერო-სადემონსტრაციო ცენტრში არსებული 450-მდე ექსპონატი და ენახათ ფილმი კოსმოსზე. ექსპონატების უმრავლესობა ინტერაქტიულია და მნახველს საშუალებას აძლევს თავად განახორციელოს ცდა, დააკვირდეს ან გაიაროს ტესტი.

ვიზიტი პოლონეთში საქართველოს ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრით დასრულდა. მოსწავლეებმა ელჩისგან განათლების სფეროში და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია .

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე