ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ირინა აბულაძემ „მთის შვილის“ სტატუსით მაღალ მთაში მოღვაწე ჭადრაკის მწვრთნელი, ჯემალ საღინაძე დააჯილდოვა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჯემალ საღინაძე „მთის შვილის“ სტატუსით დააჯილდოვა.

„ბატონი ჯემალი ჭადრაკის სექციის გახსნის დღიდან, აგერ უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს მწვრთნელად მაღალ მთაში. ახლა უკვე სექციას ხელმძღვანელობს, როგორც ლიცენზირებული მწვრთნელი. რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაციაში მისი წვლილი ძალიან დიდია. პროფესიით მათემატიკოსია და 34 წლის მანძილზე უწყვეტად არის რეგიონის ჩემპიონი. ბატონი ჯემალი წლის განმავლობაში 50-მდე მოსწავლეს ამზადებს და ახერხებს ყველას შეაყვაროს ჭადრაკი.

ჭადრაკი ხომ აზროვნების სტილია და არა მხოლოდ სპორტი და ძალიან მიხარია, რომ ბატონ ჯემალს აქ ერთად შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა,“ - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები „მთის შვილის“ სიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ, ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე