ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ჩაერთე რაგბიში“ - ერთ-ერთი პროექტი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება

„ჩაერთე რაგბიში“ არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს. ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები უკვე ინერგება საპილოტე სკოლებში.

პროექტის პილოტირება სკოლაში 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული. მოსწავლეები სახალისო და უსაფრთხო ვარჯიში-თამაშებში იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. საპოლოტე პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით განხორციელდა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას ისახავდა მიზნად. პროექტის დასასრულს, სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, თამაშებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე