ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში 110 ათასამდე ახალგაზრდა იყო ჩართული

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიგა გაბელაიამ, ცენტრის მიერ 2018 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ცენტრის საქმიანობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ შეაფასა. მან მნიშვნელოვანი უწოდა პროექტებს, რომელსაც ცენტრი სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს და რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს მომავალი თაობის ცნობიერებისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებაზე. დასასრულს, ნათია ზედგინიძემ სამინისტროს მხრიდან „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

2018 წლის განმავლობაში ცენტრმა 15 საგანმანათლებლო ტრენინგ-მოდული შეიმუშავა, შვიდი მასშტაბური ახალგაზრდული ბანაკი და “ახალგაზრდული ფესტივალი - 2018“ განახორციელა. პროექტებში 110 000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, ბანაკების მიმდინარეობის პროცესში კი, 500-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე