ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებთან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად, კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის აღმასკომის წევრებს და სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა.

ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელიც ესწრებოდა, საუბარი იყო სამინისტროში განხორციელებული ცვლილების და რეორგანიზაციის შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სპორტის მიმართულებით.

მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან სპორტის პრიორიტეტულობასა და მნიშვნელობაზე, პრემიერ-მინისტრის პირად ჩართულობაზე სპორტის სამომავლო განვითარების საქმეში, ხაზი გაუსვა სპორტის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას, მაღალი მიღწევების სპორტში ნაჩვენებ გამორჩეულ შედეგებს და სპორტის მასობრიობის აუცილებლობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2019 წელს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე ფედერაციების დაფინანსების კუთხით ბიუროკრატიული პროცესების მაქსიმალურ გამარტივებაზე, ახალი პროექტების განხორციელებაზე, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა მნიშვნელოვან და ასევე პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს ძალოსნობის, ჭიდაობის, ტანვარჯიშის, ხელბურთის და ფიგურული ციგურაობის ფედერაციების პრეზიდენტებმა, მიხეილ ბატიაშვილი ფედერაციების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას და 2019 წლიდან უფრო მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას დაჰპირდა.

„2019 წლდან სპორტის სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა ახალი ძალებით და ენერგიით უნდა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ სპორტის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და ახალი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი ფინანსები მოვახმაროთ სპორტს.

ნამდვილად სასიხარულოა პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული განწყობა სპორტის მიმართ და პირადად მისი და მთავრობის წევრების დიდი მხარდაჭერა, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს ინფრასტუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

როგორც განათლება და კულტურა, ასევე სპორტი სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროა და მომავალი წლიდან გაორმაგებული ენერგიით გავარგძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი რაც სპორტის სფეროშია აქტუალური.

2018 წელს ნაჩვენები სპორტული შედეგები ძალზე მნიშვნელოვანია, მომავალი წლისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა სპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც მაღალი მიღწევების სპორტში, ასევე სპორტის მასობრიობის კუთხით ახალი წარმატებების მოლოდინი გვექნება.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე