ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული უნარების განვითარების მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD program) მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა. ელექტრონული პლატფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.

2017 წლის შემოდგომიდან დღემდე WSD პროგრამაში საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე ჩაერთო 262 საჯარო სკოლა და 21 პროფესიული კოლეჯი. პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების სივრცეში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს 43 განსხვავებული პროფესიის მოსინჯვის შესაძლებლობა მიეცათ.

პროგრამაში ჩართვის მაღალი მომართვიანობისა და მისი მასშტაბების ზრდის პარალელურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პროგრამაში ჩართული მხარეები ელექტრონულ მართვის სისტემაზე გადასვლის საჭიროების წინაშე აღმოჩნდნენ. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, უკვე შესაძლებელია პროგრამის ელექტრონულად მართვის, მოსწავლეთა თავისუფალი კარიერული არჩევანის და პროფესიულ კოლეჯებსა და საჯარო სკოლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება ერთ ონლაინ სივრცეში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას და მიესალმება პროგრამების ელექტრონული მართვის სისტემებზე გადაყვანის პრაქტიკის დანერგვის ტენდენციებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიაში ზაარლანდის ფედერალური მიწის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელენა იორგოვას-რამანაუსკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ ლუდგერ სანტესს შეხვდა.
ყველა სიახლე