ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლესია უკრაინკა 148

25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა. პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად, სურამში ლესია უკრაინკას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრვ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.

მემორიალური სახლის აღდგენისა და სამუზეუმო მოწყობის ინიციატივა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იჰორ დოლჰოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

რეაბილიტაციის პროცესი სახლ-მუზეუმის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასთან და მისი ინტერიერის მოწყობასთან ერთად, ეზოს გალავნის გამაგრებასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურულად მოეწყობა სახლ-მუზეუმის ეზოც. სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რაც სამშენებლო მოედნის მოწყობასა და სამუზეუმო ექსპონატების დაცულ სივრცეში გადატანაში გამოიხატება. სარეაბილიტაციო პროექტი სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეუმოგრაფიასაც მოიცავს, რაც სამომავლოდ კულტურულ სივრცეს მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძეიყო.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე