ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების რეფორმის ფარგლებში გადამზადების ახალი პროგრამები დაიწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივა მიხეილ ბატიაშვილმა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო, რომლებმაც თავის მხრივ, გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ინიციატივას, რათა ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალა განვითარდეს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთანამშოლობით დაინერგება ზრდასრულთა განათლების ახალი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებას.

გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის განვითარების სწრაფი ტემპი  უნარების შესაბამისობის კუთხით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას  არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს, მინისტრის თქმით, ახალი კანონისა და ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო გეგმავს ისეთი მექანიზმების ამუშავებს, რომლებიც მოსახლეობას მოკლე დროში დასაქმებისთვის საჭირო უნარები გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მომზადება-გადამზადების კურსების ფორმალიზების შედეგად: 

  •  კურსდამთავრებულებს მიეცემათ სახელმწიფოს  მიერ აღიარებული სერტიფიკატი;
  •  ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების მიზნით, მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება  კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ;
  •  სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება  ის პრიორიტეტული  მიმართულებები, რომლებიც  მაღალი დასაქმების პოტენციალის მქონე სფეროდ  იქნება აღიარებული;
  • პროგრამები განხორციელდება პრაქტიკული სწავლების ფორმატით (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება);

შეხვედრაზე, რომელსაც სამშენებლო,  მომსახურების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროების კერძო ბიზნესის დამსაქმებლები ესწრებოდნენ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სისტემატურ შეხვედრებზე შეთანხმდნენ. 

მსმენელთა რეგისტრაცია აჭარის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში 25 მარტიდან, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამებით დაიწყება, სადაც 400-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე