ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის“ წარმომადგენლებთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა შეხვედრა გამართა „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის“ ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ქსელს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვების საკითხებს, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს ჩართვასა და მონაწილეობას ქსელის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ გამოფენებსა და სიმპოზიუმებში.

"მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის" ხელმძღვანელი პირების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუზეუმებში. ქსელის წარმომადგენლები ეწვევიან თბილისში მდებარე მუზეუმებს, ისტორიულ ადგილებსა და იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმს გორში.

საქართველო „მეხსიერებისა და სოლიდარობის ევროპულ ქსელში“ დამკვირვებლის სტატუსით 2019 წლის აგვისტოდან გაწევრიანდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქსელის საბჭოს მიერ იქნა მიღებული და ალბანეთის, ავსტრიის და ჩეხეთის შემდგომ რიგით მე-4 დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. ორგანიზაცია შეიქმნა 2005 წელს მე-20 საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმით დაზარალებული ხუთი ევროპული სახელმწიფოს (პოლონეთი, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) შეთანხმების საფუძველზე. შედეგად ხელი მოეწერა დეკლარაციას, რაც გულისხმობს გასული საუკუნის ომების, დიქტატორული მმართველობისა და იდეოლოგიურად მოტივირებული რეპრესიების შედეგების შეფასებასა და ანალიზს. წლების განმავლობაში ქსელში კიდევ რამდენიმე ქვეყანა გაწევრიანდა როგორც სრულუფლებიანი წევრის, ისე დამკვირვებლის სტატუსით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე