ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო კოლეჯში ახალი პროგრამა ამოქმედდა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოში პირველად, მეჩარხის პროფესიული პროგრამა დაინერგა. შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიის სწავლებისთვის მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ლაბორატორია. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 256 000 ლარია. ახალ პროგრამას, კოლეჯის საქმიანობას და განახლებულ სასწავლო ლაბორატორიებს დღეს, მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.

კოლეჯში ასევე წარმატებით ხორიციელდება 20-22 თვიანი, სხვადასხვა მიმართულების სარკინიგზო-სატრანპორტო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები. ამ ეტაპზე კოლეჯს 350-მდე პროფესიული სტუდენტი ჰყავს, მათ შორის 31 ქალბატონია.

თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, კოლეჯის სტუდენტები უშუალოდ საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე გადიან სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და ამასთანავე, შრომით ანაზღაურებას იღებენ. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად საქმდებიან საქართველოს რკინიგზის საწარმოებში.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, რაზეც ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. კოლეჯი, სადაც კვალიფიციური პედაგოგები და დარგის სპეციალისტები მუშაობენ, 2018 წელს ამოქმედდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე