ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში სსსმ მოსწავლეებისათვის ალტერნატიული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან და განათლების ექსპერტებთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა.

ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მძიმე და ღრმა ინტელექტუალური პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმა შეიქმნა. გეგმის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო და საათობრივი ბადე სსსმ მოსწავლეს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს კოგნიტურ, სოციალური, მოტორული, ვიზუალურ-სმენითი, ტაქტილური, კინესტეთიკური და სხვა განვითარებისთვის აუცილებელი უნარები, რაც მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობის საშუალებას იძლევა.

სამინისტრომ სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა:

  • ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • სენსორული სასწავლო გეგმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • ჟესტური ენის სტანდარტი ყრუ და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
  • გაფართოებული სასწავლო გეგმა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ნერგავს და ავითარებს ინკლუზიური განათლების კომპონენტებს სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე