ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელების წლის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

2019 წლის განმავლობაში მოკლევადიან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 800-მდე მსმენელი სახელმწიფო დაფინანსებით მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით.

შეხვედრის განმავლობაში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირებმა ისაუბრეს მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან დაიწყო. სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/ რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. ასევე, ელექტრონულად მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.

2020 წლისათვის დაგეგმილია პროფესიული მომზადება-გადამზადების ფარგლებში ჩაერთოს 50-ზე მეტი პროვაიდერი და გადამზადდეს 3000-ზე მეტი ბენეფიციარი მშენებლობის, ტურიზმის, აიტი ტექნოლოგიების, ტექსტილის, ენერგეტიკის მიმართულებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე