ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნუნუ მიცკევიჩმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს იმ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომლებსაც ფონდი საქართველოში ახორციელებს. მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაზე და ამ პროცესში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ გამოცდილების გაზიარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

თავის მხრივ, მაგდა მაღრაძემ პროექტის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ ხუთწლიანი მიღწევები შეაჯამა, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმის მიერ STEM-ის მიმართულებით განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების შედეგად იქნა მიღებული როგორც აკადემიური, ასევე ფინანსური კუთხით.

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET – Accreditation Board for Engineering and Technology) საბაკალავრო პროგრამები, რომელთა განხორციელება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან დაიწყო, შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია და სამშენებლო ინჟინერია. აღნიშნულ პროგრამებზე 5 ნაკადით 780 სტუდენტი ჩაირიცხა, რომლებიც ორი უნივერსიტეტის, ქართულ და ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, გადამზადდნენ პროფესორ-მასწავლებლები, აშენდა და რეაბილიტირდა საქართველოს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შეიქმნა ახალი ლაბორატორიებიც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე