ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაინგრა საბჭოთა კავშირი, ესტონეთმა რთული გზა გაიარა ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და დღეს ის წარმოადგენს თავისუფალი სამყაროს ეკონომიკურად ძლიერ და სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს.

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი ესტონელი მეგობრების მხარდაჭერა დაგვეხმარა ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, თქვენი თანადგომა გვეხმარება საქართველოს ევროკავშირთან და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში. ქართველი ხალხის სახელით, ამისათვის მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.

საქართველოსა და ესტონეთს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ სხვადასხვა სფეროში. მე, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ხაზი მინდა გავუსვა განათლების სფეროში ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს.“

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე