ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებში პროცესების ეფექტურად მართვას. ამ მიზნით, სამინისტროში უკვე შექმნილია შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემადგენლობით.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის მიხედვით, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებების ადმინისტრაციებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს ) მიეცათ შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;
  • დაწესებულებებმა პერიოდულად განხორციელონ შენობების დეზინფექცია;
  • დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
  • დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს თვითიზოლაცია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზს, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციას და დაელოდოს შესაბამის ინსტრუქციებს;
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია, რესურს-ცენტრთან შეთანხმებით, დაწესებულების ტერიტორიაზე აცხადებს კარანტინს და ახორციელებს დაავადებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირებისა და დაწესებულების თანამშრომელთა იდენტიფიცირებას/იზოლაციას გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციებს დაავალა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა; ხოლო, რესურსცენტრებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე,  სამინისტროს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე