ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების  იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთად შეაფასეს როგორ მუშაობს სკოლებში ქცევის ახალი კოდექსები.

2010 წლის სექტემბრიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსები ამოქმედდა.  შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, კოდექსების ამოქმედება დროული და საჭირო ნაბიჯია სკოლებში ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისკენ, მათ ხელი შეუწყვეს ბევრი იმ პრობლემის გადაჭრას, რომლებიც რეალურად არსებობდა სკოლებში.

კოდექსების დანერგვის შემდეგ, დარეგულირდა და გაუმჯობესდა ურთიერთობა მასწავლებელს, მოსწავლესა და სკოლის დირექციას შორის,  კოდექსებზე დაყრდნობით შეიქმნა სკოლის ახალი შინაგანაწესები, ამაღლდა დისციპლინა, მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში,  თითქმის აღარ ფიქსირდება საკუთარ მოსწავლეთა რეპეტიტორობის ფაქტები, აღმოიფხვრა მოსწავლეთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები, გაუმჯობესდა დირექტორების  მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის ხელსეწყობა.

ახალი კოდექსები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტთა მიერ შემუშავდა. საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა, იურისტებმა და ფსიქოლოგებმა.

ეთიკის კოდექსების უფრო ეფექტურად ამოქმედების მიზნით, ტრენინგები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან კვლავ გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე