ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე თვითრეფლექსიის ინსტრუმენტის SELFIE-ს პილოტირების პროცესს იწყებს.

SELFIE ევროკომისიის მიერ შექმნილი ელექტრონული თვითშეფასების კითხვარია, რომელიც აფასებს, რამდენად იყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები და კოლეჯები) ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში. კითხვარის დებულებები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ლიდერობა, ინფრასტრუქტურა, მასწავლებელთა ტრენინგები და სტუდენტთა ციფრული კომპეტენცია.

SELFIE-ს ინსტრუმენტის პილოტირების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინიტროს, ევროპის განათლების ფონდისა (ETF) და ევროკომისიის გაერთიანებული კვლევების ცენტრის (JRC) წარმომადგენელების ერთობლივი ინიციატივით ვებინარი გაიმართა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი კერძო კომპანიების, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოში ევროკომისიის ოფისის წარმომადგენელთან ნინო ყოჩიშვილთან ერთად გახსნა და ისაუბრა SELFIE-ს ინსტრუმენტის მნიშვნელობაზე პროფესიული განათლების საფეხურზე. 

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ შეფასების მიზნებს და პრაქტიკულად მოსინჯეს კითხვარის შევსების  ინსტრუქციები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე