ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

14-16 ნოემბერს აქცია „ღამე მუზეუმში“ ციფრულ ფორმატში ჩატარდება

14-16 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდება აქცია „ღამე მუზეუმში“. აქციის ფარგლებში 50 მუზეუმი დამთვალიერებელს შემეცნებით და სახალისო აქტივობებს დისტანციურად, ციფრულ ფორმატში შესთავაზებს. კერძოდ, გაიმართება ონლაინ გამოფენები, ვირტუალური და ლაივ ტურები, საგანმანათლებლო პროგრამების, კურატორების ბლოგების პრეზენტაციები, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიების ვიდეოჩვენებები და სხვა.

დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარი

„ღამე მუზეუმში“ 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ აქციაში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუზეუმების გარდა, აქტიურად არიან ჩართული კერძო და ადგილობრივი თვითმართველობის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ღამე მუზეუმში“ მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მაისში იმართება, თუმცა წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, აქციის „ღამე მუზეუმში“ ჩატარების თარიღად 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე