ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი PASCH-ის სკოლებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა

ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.

გამარჯვებული პროექტი  „ეკო-ტურიზმი“, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს ჰომბურგის ზაარპლაცის გიმნაზიასთან ერთად შეიმუშავა, სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობას მოიცავდა. მათ შორის, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ორივე ქვეყნის ფლორა-ფაუნა და მონაწილეობა მიიღეს ვორკშოფებში, ტურისტული ბილიკების მარკირებისა და ჰერბარიუმების შექმნის პროცესში. ჩართულმა მხარეებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც პროექტის დასასრულს PASCH-ის ჟიურის წევრებს წარუდგინეს.

პარტნიორულ პროექტში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ზაარპლაცის გიმნაზიის დირექტორი იორგერ მათიო, პროგრამის კოორდინატორი სიმონე ლუკასი და ბიოლოგიის მასწავლებელი რალფ დოლგასტი მონაწილეობდნენ.

2020-2021 სასწავლო წელს, პანდემიის პირობებში, ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ განსხვავებულ თემატიკაზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ონლაინ რეჟიმში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

PASCH-ის პროგრამა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის თებერვალში დაიწყო და ის, სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, 2000 სკოლას აერთიანებს. ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი განხორციელება უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის  ხელშეწყობით ხდება.

სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა PASCH-ის პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს და ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს სკოლების ჩამონათვალში. 2017 წელს თბილისის 21-ე საჯარო სკოლა მოხვდა ლიდერთა სამეულში და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე