ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, რეჟისორის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა. საზოგადოებაში მისი კინოგმირები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.“

გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე