ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას და მედიას ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2020 წლის ანგარიში წარუდგინა.  

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სამინისტრომ შეინარჩუნა განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა. შეუფერხებლად გაგრძელდა ინფრასტრუქტურული პროექტები.

თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. განსაკუთრებული მადლობა კი დისტანციურ სწავლებაში ჩართულ თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაუხადა, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით დისტანციური სწავლება წარმატებით განხორციელდა.

იხ. მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილი 2020 წლის ანგარიში: GEO; ENG

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე