ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ განახორციელა

პროფესიულმა კოლეჯმა „იბერია“ დაინტერესებული პირებისთვის პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინოვაციური პროექტი „რობოტიკის სკოლა“ წარადგინა. ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

რობოტიკის სკოლა ახალი სასწავლო პლატფორმაა, რომლის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს Arduino-ს მუშაობის პრინციპები, რობოტის კონსტრუირება, მიკროელექტრონიკის საწყისები და შექმნეს ჭკვიანი მოწყობილობები.

პროექტის მიზანია, ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც  სურთ, ფეხი აუწყონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და თავად შექმნან ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ცხოვრებას გაუადვილებთ. პროგრამის შესწავლას არ გააჩნია ცოდნისა და უნარების რაიმე წინაპირობა და განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ახალ საქმიანობას.   

პროექტში მონაწილეებს საშუალება  ჰქონდათ,  შეესწავლათ რობოტების აგება და პროგრამირების საფუძვლები. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ააგეს  თვითმართვადი რობოტები, რომელზე დაყრდნობითაც მოახერხეს რობოტის კონსტრუირება, წრედის აგება და სამართავი ბრძანებების შესაბამის კოდში გაწერა. 20 საათიანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა როგორც აუდიტორიული სწავლების ფორმატში, ასევე, ონლაინ სივრცეშიც.

პროექტის შემდგომი ეტაპების განხორციელების ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე