ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

მიხეილ ჩხენკელი: „მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის კვლევას დაუთმო და არაერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი დაგვიტოვა.

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უამრავ სტუდენტს, მომავალ თაობას უზიარებდა. 

გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გიორგი ოთხმეზურის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას."

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე