ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

202-ე საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის „მეგობრული სკოლის“ ფარგლებში ქალაქ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას განმავითარებელი რესურსები გადასცეს.

განმავითარებელი და შემოქმედებითი რესურსები სხვადასხვა საგანმანათლებლო საშუალებებს მოიცავს, რომელთა სწავლა-სწავლების პროცესში  გამოყენება მოსწავლეებში აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ორწლიანი პროექტის „მეგობრული სკოლის“ განხორციელება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით 2019 წელს დაიწყო და მის მთავარ მიზანს საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

პროექტის პირველ ეტაპზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს სპეციალური ტრენინგები პოლონეთში, კერძოდ, კრაკოვსა და ვარშავაში, ჩაუტარდათ. ტრენინგები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების, კერძოდ, დისლექსიის, აუტიზმის სპექტრის, მხედველობის დარღვევისა და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ინკლუზიური განათლების თემატიკაზე  ვორკშოფებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულეს.

გარდა ამისა, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პოლონელი ექსპერტების მიერ შემუშავდა თერაპიული მუშაობის ნიმუშები და ჩაიწერა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები. ამასთან, მასწავლებლებისთვისა და მშობლებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მინიჭებისა და სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით სხვადასხვა რეკომენდაციებს აერთიანებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე