ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2021 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N16 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რეგიონულ ჭრილში (იხ. დანართი), რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა იურიდიულმა პირმა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ელექტორნულ ფოსტაზე: [email protected].

მიმწოდებლად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, იმავე ელექტორნული ფოსტის საშუალებით: [email protected]

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე